ზოგადი ქირურგიის სერვისები თბილისში
ვახორციელებ გადაუდებელ და გეგმიურ ოპერაციებს თანამედროვე კლინიკური გაიდლაინების შესაბამისად. ოპერაციები ტარდება ამერიკულ ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“.
მწვავე მუცლის ქირურგია
მუცლის ღრუს მწვავე ქირურგიული მდგომარეობები, რომლებიც სწრაფ დიაგნოსტიკასა და დროულ ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს.
მწვავე მუცელი
მუცლის ღრუს მწვავე ქირურგიული მდგომარეობების დიაგნოსტიკა და გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა.
ნაწლავის რეზექცია
ნაწლავის დაზიანებული ან პერფორირებული უბნის ქირურგიული მოკვეთა და ნაწლავის უწყვეტობის აღდგენა.
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაციული წყლული
წყლულის პერფორაციის, როგორც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის, გადაუდებელი ქირურგიული მკურნალობა.
აბდომინალური ტრავმა
მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებები ბლაგვი ან შემავალი ტრავმის შედეგად — ავტოავარია, დაცემა, დარტყმა ან ჭრილობა. ასეთი დაზიანებები ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ სისხლდენასთანაა დაკავშირებული და დროულ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
ელენთის ტრავმა
ელენთის დაზიანებისას სისხლდენის შეჩერება — შესაძლებლობის შემთხვევაში ორგანოს შენარჩუნებით, აუცილებლობისას სპლენექტომიით.
ღვიძლის ტრავმა
ღვიძლის დაზიანების ქირურგიული მკურნალობა: სისხლდენის კონტროლი და დაზიანებული ქსოვილის დამუშავება.
ნაწლავის ჯორჯლის ტრავმა
ჯორჯლის სისხლძარღვების დაზიანებისას სისხლდენის შეჩერება და ნაწლავის სისხლმომარაგების შეფასება.
წვრილი ნაწლავის ტრავმა
წვრილი ნაწლავის კედლის დაზიანების ან რღვევის ქირურგიული მკურნალობა — გაკერვა ან რეზექცია.
მსხვილი ნაწლავის ტრავმა
მსხვილი ნაწლავის დაზიანების ქირურგიული მკურნალობა — გაკერვა, რეზექცია, საჭიროებისამებრ სტომის ფორმირება.
ინტრააბდომინალური სისხლდენა
მუცლის ღრუში სისხლდენის წყაროს გამოვლენა და შეჩერება გადაუდებელი ოპერაციით.
გეგმიური ოპერაციები
დაგეგმილი ოპერაციები წინასწარი კონსულტაციით, საჭირო კვლევებითა და ინდივიდუალურად შერჩეული მეთოდით.
ნაწლავის ჩაბრუნება (სტომის დახურვა)
კოლოსტომის დახურვა
კოლოსტომის დახურვა და მსხვილი ნაწლავის უწყვეტობის აღდგენა, რის შემდეგაც ნაწლავი კვლავ ბუნებრივი გზით ფუნქციონირებს.
ენტეროსტომის დახურვა
ენტეროსტომის (მათ შორის ილეოსტომის) დახურვა და წვრილი ნაწლავის უწყვეტობის აღდგენა.
სხვა გეგმიური ოპერაციები
თიაქრის ოპერაცია (ჰერნიოპლასტიკა)
საზარდულისა და ჭიპის თიაქრის ქირურგიული მკურნალობა.
ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია
ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა მცირე ჭრილობებით, ნაღვლკენჭოვანი დაავადებისა და ქოლეცისტიტის დროს.
ხანგრძლივობა, აღდგენა, კითხვები →პილონიდური კისტის ამოკვეთა
კუდუსუნის მიდამოს პილონიდური კისტის (სინუსის) ქირურგიული ამოკვეთა.
კანისა და კანქვეშა წარმონაქმნების ამოკვეთა
ლიპომების, ათერომების, პაპილომებისა და დერმატოფიბრომების ამოკვეთა მცირე ქირურგიული ჩარევით.
ნაღვლის ბუშტის ლაპაროსკოპიული ოპერაცია (ქოლეცისტექტომია)
ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის თანამედროვე, მინიმალურად ინვაზიური მეთოდია. ოპერაცია ტარდება ამერიკულ ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“.
- ხანგრძლივობა
- 40–90 წთ
- ანესთეზია
- ზოგადი
- ჭრილობები
- 4 · 5–12 მმ
- კლინიკაში
- 1–3 დღე
- მძიმე დატვირთვა
- 1 თვის შემდეგ
კითხვები და პასუხები
რამდენ ხანს გრძელდება ნაღვლის ბუშტის ლაპაროსკოპიული ოპერაცია?
ჩვეულებრივ 40 წუთიდან საათნახევრამდე, ნაღვლის ბუშტის ანთების ხარისხისა და ანატომიური თავისებურებების მიხედვით.
რა ანესთეზიით ტარდება ნაღვლის ბუშტის ოპერაცია?
ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია ზოგადი ანესთეზიით ტარდება.
რამდენი ჭრილობა რჩება ნაღვლის ბუშტის ლაპაროსკოპიული ოპერაციის შემდეგ?
ოთხი მცირე ჭრილობა: ერთი 12 მმ, ერთი 10 მმ და ორი 5 მმ. ღია ოპერაციისგან განსხვავებით, მუცლის კედელზე დიდი ჭრილობა არ რჩება.
შეიძლება ოპერაცია ლაპაროსკოპიულიდან ღია მეთოდზე გადავიდეს?
ძალიან იშვიათად — მხოლოდ მაშინ, როცა ოპერაციის ლაპაროსკოპიულად დასრულება ტექნიკურად შეუძლებელია. ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა: რთულ შემთხვევებშიც ოპერაცია ლაპაროსკოპიულად დასრულდა, თუმცა მეტი დრო დასჭირდა.
როდის არის ნაღვლის ბუშტის ოპერაცია საჭირო?
ოპერაცია ნაჩვენებია ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას, ნაღვლის ბუშტის პოლიპის დროს და მწვავე ქოლეცისტიტის დროს — მათ შორის მაშინ, როცა არც კენჭი და არც პოლიპი არ არის და ანთება ნაღვლის ბუშტის სისხლმომარაგების დარღვევით არის გამოწვეული (უკენჭო ქოლეცისტიტი). ოპერაციის საჭიროება კონსულტაციაზე, კვლევების საფუძველზე განისაზღვრება.
რა კვლევებია საჭირო ნაღვლის ბუშტის ოპერაციამდე?
დიაგნოზის დასასმელად ხშირ შემთხვევაში საკმარისია მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა (ექოსკოპია). ოპერაციამდე ყველა პაციენტს უტარდება წინასაოპერაციო კვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა, „უსაფრთხო სისხლი“ (ინფექციური მარკერები), ელექტროკარდიოგრამა და კარდიოლოგის კონსულტაცია.
რამდენი დღე უნდა დარჩეს პაციენტი კლინიკაში?
ინდივიდუალურად, ჩვეულებრივ 1–3 დღე.
როდის შეიძლება სამსახურში დაბრუნება ნაღვლის ბუშტის ოპერაციის შემდეგ?
ჩვეულ აქტივობასა და არამძიმე სამუშაოს შეიძლება გაწერისთანავე დაუბრუნდეთ. მძიმე ფიზიკური დატვირთვა, მათ შორის სიმძიმეების აწევა, პირველი ერთი თვის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.
შეიძლება ნორმალურად ცხოვრება ნაღვლის ბუშტის გარეშე?
დიახ, ნაღვლის ბუშტის გარეშე ჩვეულებრივად შეიძლება ცხოვრება. ოპერაციის შემდგომი კვების რეკომენდაციები დაწვრილებით იხილეთ ბლოგის სტატიაში.
დაწვრილებით ბლოგში
რბილი ქსოვილების ტრავმა და რეკონსტრუქცია
ჭრილობების, კანის დეფექტებისა და მყესების დაზიანებების ქირურგიული მკურნალობა.
კანის პლასტიკა
ჭრილობებისა და კანის დეფექტების დახურვა და რეკონსტრუქცია.
მყესის დაზიანების აღდგენა
დაზიანებული მყესის ქირურგიული აღდგენა ფუნქციის შენარჩუნების მიზნით.
ქირურგიული მიდგომა
ყველა ქირურგიული გადაწყვეტილება მიიღება კლინიკური ჩვენებების, თანამედროვე გაიდლაინებისა და პაციენტის უსაფრთხოების გათვალისწინებით.
- ოპერაცია მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ნამდვილად აუცილებელია — არასაჭირო ჩარევის თავიდან არიდება.
- მინიმალურად ინვაზიური მიდგომა — ლაპაროსკოპია, სადაც ეს შესაძლებელია.
- თანამედროვე საერთაშორისო გაიდლაინებზე დაფუძნებული კლინიკური გადაწყვეტილებები.
- პაციენტის სრული ინფორმირება — ოპერაციამდე და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
გჭირდებათ ქირურგის კონსულტაცია?
სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის დროს დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე.